სასწავლო პროექტი


ჩვენი ქალაქის ღირსშესანიშნაობანი

პროექტის მთავარი იდეა – ჩვენი მხარის ღირსშესანიშნავი ადგილების რეკლამირება.

პროექტის აქტუალობა – მოსწავლეები მოამზადებენ ტურისტულ გზამკვლევს ინგლისურ ენაზე, რაც ხელს შეუწყობს ტურისტების მოზიდვას.

პროექტის მიზნები – ტურისტების მოზიდვა, თვალსაჩინო მასალის შექმნა (ინფორმაციული ბუკლეტი, გზამკვლევი) ტურისტებისთვის, პრეზენტაციის მომზადება.

მოსწავლეთა ასაკი – 13–14 წელი.

ვადები/ხანგრძლივობა – ერთი  კვირა.

მოსალოდნელი შედეგი/პროდუქტი, რაც უნდა შეიქმნას – მოსწავლეები მოამზადებენ გზამკვლევს (სარეკლამო ბუკლეტს) რომელსაც წარმოადგენენ ელაქტრონული პრეზენტაციის საშუალებით უცხო ენაზე.

პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსი – კომპიუტერი, ინტერნეტი, ფოტოაპარატი, ქაღალდი, პროექტორი.

პროექტის მსვლელობა –
ნაბიჯი 1. მოსწავლეებთან ერთად შევარჩევ აქტუალურ თემას.
 ნაბიჯი 2. გონებრივი იერიშის მეთოდით დაფაზე ჩამოვწერ ოზურგეთის ღირსშესანიშნავ ადგილებს
ნაბიჯი 3. განვიხილავთ თითოელ მათგანს, თუ რამდენად მიმზიდველია იგი ტურისტებისთვის.
ნაბიჯი 4. კლასს ვყოფ სამ ჯგუფად და თითოეულს ვუნაწილებ სამუშაოს (მოიძიონ მასალა სხვადასხვა მარშრუტით).
ნაბიჯი 5. მოსწავლეები ახარისხებენ მოძიებულ ინფორმაციას და ამზადებენ ტურისტულ გზამკვლევს ელექტრონული პრეზენტაციის სახით.

ნაბიჯი 6. პრეზენტაციის განხილვა და შეფასება.

კავშირი ეროვნულ სასწავლო გეგმასთან –

უცხ.ს.IV.24. მოსწავლეს შეუძლია უცხოურ ენაზე განახორციელოს სხვადასხვა ტიპის პროექტი (მაგ., ზეიმის მოწყობა, შეხვედრები იმავე ქალაქში/რეგიონში მოღვაწე უცხოურენოვანებთან,  მუზეუმის კატალოგის უცხოენოვანი ვერსიის შექმნა სკოლის ვებ-გვერდზე განსათავსებლად  და სხვა).        

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           მასწავლებელთან ერთად აყალიბებს პროექტის წარმატებით განხორცილების კრიტერიუმებს;
·           გუნდის წევრებთან ერთად განსაზღვრავს და გეგმავს განსახორციელებელ ეტაპებს, შემდეგ გუნდები ერთმანეთს უზიარებენ შედგენილ გეგმას, ადარებენ, აუმჯობესებენ;
·           მასწავლებელთან ერთად ადგენს შესრულების ვადებს;
·           ახდენს ცოდნისა და უნარების მობილიზებას, განსაზღვრავს, თუ რა ცოდნა და უნარები უნდა შეიძინოს დასმული ამოცანების გადასაჭრელად;
·           გუნდის წევრებთან ერთად განსაზღვრავს და ინაწილებს ფუნქციებს;
·           გუნდის წევრებთან ერთად მოიძიებს, შეარჩევს და დაამუშავებს ინფორმაციას;
·           შეარჩევს პროექტის წარდგენის ფორმას;
·           განახორციელებს პროექტს;
·           გადის რეპეტიციას, გუნდის წევრებთან ერთად აკეთებს პრეზენტაციის სიმულაციას სხვა  გუნდის წინაშე, კომენტარების, შენიშვნების გათვალისწინებით, აუმჯობესებს პროექტს, შეაქვს  შესწორებები;
·           გუნდის წევრებთან ერთად შეიმუშავებს პროექტის საბოლოო ვერსიას და წარადგენს მას  აუდიტორიის წინაშე.

უცხ.ს.IV.29. მოსწავლეს შეუძლია თანამშრომლობ თანაკლასელებთან, მასწავლებელთან, მეწყვილესთან შედეგების გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნით.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           ამხნევებს მეწყვილეს, თანაგუნდელებს;
·           ითხოვს/სთავაზობს დახმარებას;
·           მოქმედებს გუნდის წვრებთან შეთანხმებულად; მსჯელობს თანაგუნდელებთან (პრობლემის  გადასაჭრელად, ფუნქციების გასანაწილებლად);
·            ისმენს სხვების მოსაზრებებს, გამოთქვამს საკუთარს;
·           უთანხმოებისას ცდილობს შეთანხმების მიღწევას;
·           ცდილობს თავისი წვლილი შეიტანოს საერთო საქმეში;
·           საჭიროებისამებრ მონაწილეობს მეწყვილის/გუნდის წევრების თანაშეფასებაში;
·           აკრიტიკებს იდეებს და არა იდეების ავტორებს, შეფასებისას იჩენს კორექტულობას;
·            კორექტულად მიუთითებს სხვების მიერ დაშვებულ შეცდომებზე;
·            მონაწილეობს თანაშეფასებაში შედეგის გაუმჯობესების ხელშესაწყობად.

პრეზენტაციის ხელმძღვანელი მარიკა სირაძე.

პრეზენტაციის  ელ.ფოსტა – marikasiradze@gmail.com